თანამედროვე მიკროირიგაციის, როგორც წვეთოვანის ასევე დაწვიმებითის უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა მათი საშუალებით სასუქების მიწოდება მცენარეებისათვის ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, ან ყოველკვირეულად და მათი განაწილება თანაბრად მიწის ნაკვეთზე.

ამის საშუალებით არ იკარგება სასუქები ნიადაგში ღრმა ჩაჟონვით და სრულად ხმარდება მცენარეს. შედეგად მოსავლიანობის და ნაყოფის ხარისხი იზრდება. ასევე არ ბინძურდება გარემო.

ამავე მეთოდებით შესაძლებელია ნიადაგის ფესვთა სისტემის მჟავიანობის კორექცია დროებით, რათა გაიზარდოს ამა თუ იმ სასუქის მცენარის მიერ შეთვისების პროცესი.

სასუქების წვეთოვანი სარწყავი სისტემით შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს წყალში ხსნადი სასუქებით. წყალში მაღალი კონცენტრაციით ხსნადი სასუქები ხშირად გამოიყენება წვეთოვან სარწყავ სისტემებში. თუმცა მათი ფასები იმდენად მაღალია რომ უმეტეს ფერმერულ მეურნეობაში მათ გამოყენებაზე იძულებულნი არიან უარი თქვან, მიუხედავად იმისა, რომ წვეთოვან სარწყავ სისტემაში დამონტაჟებულია სასუქის შემრევი მექანიზმები.

შპს პროაგრო აპროექტებს, აწარმოებს და ამონტაჟებს ისეთი ტიპის სასუქის შემრევ მექანიზმებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია წყალში ნაკლებად ხსნადი მონო სასუქების მიწოდება წვეთოვან, პივოტურ და დამაწვიმებელ სარწყავ სისტემებში. ეს მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს ფერმერებს – ღირებულებით ტოლია სასუქების მათი პირდაპირი შეტანის შემთხვევისა.

ამ სისტემების შექმნის პროცესში პროაგრო იყენებს ჩვენი პარტნიორების, ესპანელი, იტალიელი და ამერიკელი აგრონომიული კომპანიების მიერ დაგროვილ გამოცდილებას და ნიადაგის მონიტორინგის მეთოდებს AGQ Lab-თან ერთად.