კომპანია პროაგრო 2008 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. დღეისათვის ის არის უმსხვილესი საირიგაციო, ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის (გამოკვების) სისტემების მომწოდებელი.
კომპანიის წარმატების განმსაზღვრელია:

  • გამოცდილება, მენეჯმენტის მაღალი სტანდარტები და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

  • მაღალი ხარისხის პროდუქცია. პროაგრო არის ამერიკული კომპანიების Lindsay, Toro და Senninger-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოსა და აზერბაიჯანში.

  • მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრები, რომელთაც აქვთ რესურსი მოამზადონ საირიგაციო პროექტები მაღალ დონეზე და შემდგომ განახორციელონ ის.

  • ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპულ ლაბორატორიასთან და სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან (AGQ Labs).

შედეგად პროაგროს მიერ შესრულებული პროექტები ზუსტად შეესაბამება კონკრეტული მცენარეების კონკრეტულ კლიმატურ პირობებში წყლის და საკვების მიმართ მოთხოვნილებებს.

მომსახურების მრავალფეროვნება და მაღალი სტანდარტი

კომპანია პროაგრო გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას:

  • კონსალტინგი მცენარეთა მორწყვის დ ფერტიგაციის საკითებში. ის მოიცავს მორწყვის ნორმის განსაზღვრას, ნიადაგის ანალიზების შესრულებას, საფერტიგაციო მოწყობილობების შერჩევას, დაპროექტებას, მცენარეთა კვების მონიტორინგს და კონსულტაციებს მცენარეთა გამოკვებისათვის.

  • საირიგაციო საინჟინრო პროექტის მომზადება, რომელიც მოიცავს ტოპოგრაფიულ კვლევებს, ბაღის დაგეგმვას (რიგების, სავალი გზების, მოსაბრუნის და ა.შ.), ჰიდრავლიკურად გამართულ საირიგაციო პროექტს, რომელიც ამავე დროს ოპტიმიზებული იქნება დანახარჯების მიმართ.

  • პივოტური სარწყავი სისტემის დაპროექტებას.

  • სრული წყალმომარაგების პროექტირებას.

  • სარწყავი სისტემების ავტომატიზაციის და დისტანციური მართვის სისტემების დაპროეტება, მოწოდება და მონტაჟი. ეს სისტემები აღჭურვილია ნიადაგის ტენიანობის და სხვა სენსორებით, კლიმატ სადგურით.

  • მასალების და მოწყობილობების შერჩევას და ხარჯთაღრიცხვის შესრულებას დაპროექტებული სისტემებისათვის.

  • მასალების მოწოდება.

  • სარწყავი და საფერტიგაციო სისტემების სრული ან ნაწილობითი მონტაჟი.

  • ნიადაგის ანალიზების შესრულება ევროპის ლიცენზირებულ ლაბორატორიაში.

  • მცენარეთა კვების მონიტორინგის განხორციელებას.