ჩვენ შესახებ

კომპანია პროაგრო 2008 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. დღეისათვის ის არის უმსხვილესი საირიგაციო, ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის (გამოკვების) სისტემების მომწოდებელი.
კომპანიის წარმატების განმსაზღვრელია:

  • გამოცდილება, მენეჯმენტის მაღალი სტანდარტები და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

  • მაღალი ხარისხის პროდუქცია. პროაგრო არის ამერიკული კომპანიების Lindsay, Toro და Senninger-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოსა და აზერბაიჯანში.

  • მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრები, რომელთაც აქვთ რესურსი მოამზადონ საირიგაციო პროექტები მაღალ დონეზე და შემდგომ განახორციელონ ის.

  • ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპულ ლაბორატორიასთან და სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან (AGQ Labs).

შედეგად პროაგროს მიერ შესრულებული პროექტები ზუსტად შეესაბამება კონკრეტული მცენარეების კონკრეტულ კლიმატურ პირობებში წყლის და საკვების მიმართ მოთხოვნილებებს.

პროდუქტები და სერვისები

წვეთოვანი სარწყავი სისტემები

წვეთოვანი სარწყავი სისტემები თქვენი ვენახებისა და ბაღებისთვის

პივოტური სარწყავი სისტემები

პივოტური სარწყავი სისტემები-მეტი მოსავალი, ნაკლები ხარჯი

დამაწვიმებელი მექანიზმები

დაწვიმებითი სარწყავი მექანიზმები საუკეთესო დაცვა მოყინვის წინააღმდეგ