წვეთოვანი სარწყავი სისტემა არის მიკრო სარწყავი სისტემა, რომელსაც აქვს წყლისა და სასუქების დაზოგვის შესაძლებლობა მცენარეების ფესვებზე წყლის ნელი დაწვეთების მეთოდით. სისტემის მიზანია წყლის პირდაპირ ფესვის ზონაში მიმართვა და აორთქლების მინიმუმამდე შემცირება.

კომპანია პროაგრო მომხმარებელს სთავაზობს ამერიკული ბრენდის, TORO-ს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მილებს და კომპონენტებს.

Toro (www.toro.com, www.toro-ag.it ) წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სასოფლო სამეურნეო და ლანდშაფტის (ბაღები, სპორტული მოედნები, ეზოები) ირიგაციის მიმართულებით.

ტოროს წვეთოვანი მილები დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისაგან ჩვენი ბაზრისთვის ევროპაში, ტოროს ქარხნებში.

ტოროს საწვეთურები ბევრი პარამეტრით ჯობნის სხვა მსოფლიო ანალოგებს და ხშირ შემთხვევაში ანალოგებიც არ მოეპოვება მსოფლიოში.

2016 წელს ტორო გადავიდა მხოლოდ ანტი-სიფონური და ანტი-დინებადი საწვეთურებით კომპენსირებადი წვეთოვანი მილების აღჭურვაზე. ტოროს კლასიკური წვეთოვანი მილები კი მზადდება ნებისმიერი კედლის სისქით დაწყებული 0.1მმ-ით (5 მილი) დამთავრებული 1.2 მმ-ით (45 მილი), ხოლო საწვეთურებიდან წყლის გამოდინება დაწყებული 0.30 ლ/სთ-დან 3.8 ლ/სთ -მდე.

ტოროს სპეციალური თხელკედლიანი მილები Aquatraxx FC წარმოადგენს თხელკედლიან წნევის კომპენსირებად წვეთოვან მილებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

საწვეთურების ასეთი მრავალფეროვნება, მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასები საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ მრავალი ტექნიკური პრობლემა ადვილად, ნაკლები დანახარჯებით, რის შედგედაც ჩვენი პროექტები ყველაზე კონკურენტულია ბაზარზე.

აღნიშნული წვეთოვანი მილები წარმატებით დაინერგა საქართველოში ჩვენს მიერ 3,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრენდის მილები.

ტოროს ავტომატიზებული სარწყავი სისტემები გამოირჩევა ყველაზე მაღალი ხარისხით მსოფლიო ბაზარზე. ტოროს დამაწვიმებლები, ერთის მხრივ ძალიან ესთეტიური ვიზუალით გამოირჩევა მორწყვის პროცესში, მეორეს მხრივ ნაკლებად განიცდის ქარის ზემოქმედებას, რის შედეგადაც ირწყვება გაზონი და არა გზის სავალი ნაწილი.

ასევე მაღალი ხარისხით და ტექნიკური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა ტოროს მორწყვის ავტომატური საშუალებები.

კომპანიას გააჩნია ორი პრემიუმ და ეკონომ ხაზი, რის გამოც მორგებულია ნებისმიერი მოთხოვნის მომხმარებელზე.