მოცვის მოსაყვანად მნიშვნელოვანია ამინდის სადურების და ფოთლის სენსორის არსებობა ფართობში. ის გვეხმარება მცენარის დაავადებათა კონტროლში.

დაავადებათა ჩამონათვალი რომელსაც აკონტროლებთ მოცვში ამის საშუალებით შემდეგია:

მიწაში და განსაკუთრებით ქოთნებში მოყვანის შემთხვევაში აუცილებელია გაიზომოს წყლის შემცველობა , ელექტრო გამტარებლობა EC და ტემპერატურა სუბსტრატში.

ამის გარდა უნდა აკონტროლოთ ქოთნიდან დღის განმავლობაში გამონადენი წყლის რაოდენობა და მისი ელექტრო გამტარებლობას EC.

ჩვენ გთავაზობთ ამ მოწყობილობების შემდეგ პაკეტებს:

პაკეტს 1 და 2  შედგენილია მეტოსის ამინდის სადგურისაგან და ფოთლის სენსორისაგან. ორივე პაკეტი მოცვის დაავადებათა პროგნოზს გვაძლევს რეალური სენსორებით. დამატებით პაკეტი 1 გვთავაზობთ ამინდის პროგნოზს ხოლო პაკეტი 2-ში ეს ფუნქცია არ არის გათვალისწინებული, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტოსის ვირტუალური ამინდის პროგნოზით (იხილეთ ამის შესახებ დეტალურად აქ).

პაკეტი 3. აგებულია სრულად მეტოსთან თავსებად სენსორებზე და ინტეფეისებზე. ის შეიძლება გამოიყენოთ ქოთნებიდან დრენაჟირებული წყლის რაოდენობის და მასშის  EC გასაზომათ. თუმცა თვით ქოთნებში მოთავსებული სენსორის (Sentec Drill & Drop Triscan) გამოყენება სუბსტრატში არ არის რეკონდირებული მწარმოების, სენტეკის, და მომწოდებლის, მეტოსის მიერ.

პაკეტი 4. აგებულია აგრონიკის SDI 12  ლოგერის ბაზაზე (www.progres.es ) და გამოიყენება ქოთანში EC, pH და ტემპერატურის, აგრეთვე ქოთნებიდან დრენაჟირებული წყლის რაოდენობის  და EC გასაზომად. პაკეტში გამოყენებულია სუბსტრატში EC, წყლის შემცველობის და ტემპერატურის გასაზომად მსოფლიოში აპრობირებული სენსორი Teros 12. გაზომვა ხდება ონლაინ.

ამ პაკეტს შეუძლია 50 მ რადიუსში დამატებით კიდევ 2 ქოთანში გაზომოს EC, წყლის შემცველობა და ტემპერატურა სენსორი Teros 12- ის დამატებით. ამ პაკეტს შესაძლებელია დაემატოთ კომპანია Rika-ს სპეციალური სველი და მშრალი კვირტის და ტენიანობის გამზომი სენსორი რომლებიც კვირტის მოყინვის წერტილს ადგენს.

ამ პაკეტიდან მიღებული მონაცემების საშუალებით შეგიძლიათ  ავტომატურად მართოთ მორწყვა, ფერთიგაცია და ჩართოთ მოყინვის საწინააღმდეგო სისტემა.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პაკეტების კომბინაცია თქვენი შეხედულებით.