სარწყავი და საფერტიგაციო სისტემების დისტანციური მართვის მიმართულებით ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ერთერთ ლიდერ ესპანურ კომპანიასთან, Progres-თან.

Progres აწარმოებს დისტანციური და ავტომატური ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემების ფართო ასორტიმენტს. წარმოდგენილია 20-ზე მეტ ქვეყანაში და რეალიზებული აქვს 100,000 ცალზე მეტი ჭკვიანი მოწყობილობა. ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო.

Progres-ის ვრცელ ასორტიმენტში ერთერთი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი მოდელია Agronic 2500. მისი საშუალებით შესაძლებელია ირიგაციისა და ფერტიგაციის პროცესის სრული კონტროლი დისტანციურად სმარტფონის აპლიკაციის, ვებ-გვერდის, და კომპიუტერის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია SMS-შეტყობინებების მიღება კონკრეტული სიტუაციების მიხედვით.

Agronic 2500 იყენებს GSM მოდულს სიგნალის გადაცემისთვის. კომპლექტდება ანალოგურ, ციფრულ და მეტრულ სენსორებთან ერთად და მათი საშუალებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს რწყვის ავტომატიზაციისთვის. მაგალითად ნიადაგის ტენიანობის სენსორიდან მოსული ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია დავაპროგრამოთ თუ რა მაჩვენებელზე დაიწყოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მორწყვა.
შესაძლებელია ასევე კლიმატ სადგურთან ერთად დაკომპლექტება.

დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების მართვისთვის გამოიყენება გარე რადიო მოდული Agrobee-L, რომელიც გამოირჩევა ელ. ენერგიის მცირე მოხმარებით და აბსოლუტურად ავტონომიურია მზის პანელის მეშვეობით. მისი დახმარებით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მიწის ნაკვეთის კაბელებით დაქსელვა და ის შეფერხებები, რაც კაბელის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს შემდგომში ოპერირების დროს.

კომპანია პროაგროს წარმატებით აქვს დანერგილი Progres-ის მოწყობილობები სამხრეთ კავკასიის პროექტებში, როგორც წვეთოვანი სისტემის მიმართულებით, ასევე პივოტური სარწყავი სისტემების შემთხვევაში.
კომპანია პროაგრო Progres-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ესპანური კომპანია Progres. https://www.progres.es/