• თანამედროვე სოფლის მეურნეობა სულ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს რწყვის, ფერთიგაციის ავტომატიკას და დისტანციურ მართვის სისტემებს, სენსორების გამოყენებას.
  • ზუსტი სოფლის მეურნეობის სენსორების მონაცემებზე დაყრდნობით წარმატებით წყვეტს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების, დანახარჯების შემცირების საკითხებს ამ სისტემების გამოყენებით.
  • უკვე ამ მეთოდების გამოყენების გარეშე აგრარული მეურნეობა არ არის კონკურენტული

შპს პროაგრო უკვე ხუთი წელია ახორციელებს ამ სისტემების დანერგვას საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ამ სექტორში წამყვანი ესპანური კომპანია System Electronics Progres -ის სისტემებით (www.progres.es). მისი აპარატურა სრულყოფილად არის მორგებული სასოფლო სამეურნეო მორწყვის, ფერთიგაციის ავტომატიზაციის და დისტანციური მართვის ამოცანებზე. იმავე დროს მას შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ჰაერის, წყლის, ნიადაგის და მცენარეთა სენსორებისაგან და მათზე დაყრდნობით ნებისმიერი მენეჯერული პრობლემა გადაწყვიტოს.

System Electronics Progres-ის სისტემის საფუძველზე აგებულია აგრეთვე ციფრული ფერმერული მეურნეობის პლატფორმა  Vegga. ეს პლათფორმა მნიშვნელოვნად ეხმარება ფერმერებს მეურნეობის წარმართვაში https://veggadigital.com/ .

  • საკონტროლო აპარატურის ვრცელი ჩამონათვალი რომლებიც მორგებულია ნებისმიერი სიდიდის და სირთულის ამოცანებზე
  • რადიო და მონო კაბელური კავშირის არჩევანი ფართობის შიგნით ელ-ონკანებთან, სხვადასხვა სენსორებთან, ტუმბოებთან, ფერთიგატორებთან და სხვასთან დასაკავშირებლად
  • GSM კავშირი მომხმარებელთან დედამიწის ნებისმიერ კუთხეში
  • მრავალი მეტრული და ანალოგური სენსორის მიერთების საშუალება. მათ სიაში შედის ნიადაგის ტენიანობის, ელექტრო გამტარებლობის (EC), ტემპერატურის, წყლი pH და EC, ამინდის სადგურების, დენდრომეტრები და სხვა მრავალი.
  • სენსორების დიდი ჩამონათვალი, პრაქტიკაში შემოწმებული და გამართლებული.
  • მარავალ-არხიანი საფერთიგაციო სისტემის მართვა EC და pH ავტომატური კონტროლის, პროპორციული და ერთგვაროვანი ფერთიგაციის, ჩათვლით. https://proagro.online/landingpage/full-fertigation-system/
  • ეს სისტემები რეალურად აადვილებს და აიაფებს ფერმის მენეჯმენტს.
  • ის იწვევს სასუქების და შხამ ქიმიკატების ხარჯების დაზოგვას.

პროაგროს გამოცდილი ელექტრო ინჟინრები ნებისმიერი სირთულის პროექტებს გეგმავენ და ახორციელებენ. ჩვენ ვუწევთ გაყიდვის შემდეგ ტექნიკურ მომსახურებას კლიენტებს.

პროაგრო ყოველწლიურად ატარებს მომხმარებლების ტრეინინგს ავტომატიკის და დისტანციური მართვის საკითხებზე.

System Electronics Progres -ის სისტემები იმართება როგორც ადგილზე LCD ეკრანის და კლავიატურის დახმარებით ისე დისტანციურად სამი გზით: კომპიუტერული სპეციალური პროგრამით, ქლაუდ ვებ გვერდით და სმარტფონის აპლიკაციით.