ეფექტური და ეკონომიური მოყინვის საწინააღმდეგო სისტემები
მოყინვის საწინააღმდეგო სისტემები არსებოს სხვადასხვა ტიპის. იხილეთ ფაოს სახელმძღვანელო ამ საკითხზე FAOHome , სადაც დეტალურადაა გარჩეული სხვადასხვა მეთოდები
მათ შორის ყველაზე ეფექტური ყინვის საწინააღმდეგოდ, ყველაზე ეკონომიური ღირებულების დანადგარი, ენერგიის ყველაზე ნაკლები მოხმარებით არის დაწვიმებითი სისტემა. ამ სისტემით წყლის დაფარული შინაგანი ენერგია გამოიყენება და იცავს მცენარეს. ეს ენერგია ძალიან დიდია 81 კილო კალორია 1 ლ წყლიდან და თან უფასო განსხვავებით გამათბობლებში დახარჯული საწვავის ენერგიისა. ამ თემაზე იხილეთ ფაოს სახელმძღვანელოში და პროაგროს ადრინდელ ბლოგებში.
ყინვის დამარცხებას წყლის დიდი რაოდენობა სჭირდება. ჩვენში მოსალოდნელი ყინვებისთვის -3⁰C -5⁰C -სთვის 25- 40 მ3/სთ თითო ჰაზე გაანაგრიშებით. თუ ამდენი წყალი არ გვაქვს ვიფიქროთ როგორ შევამციროთ ეს რაოდენობა.
ცხადია ბუნების, ფიზიკის კანონებს ვერ მოატყუებთ, წყლის ეკონომია შეიძლება მივიღოთ ისეთი დამაწვიმებლით რომელიც უფრო ეფექტურია. ასეთია ვობლერი.
-
ვობლერი – ანუ რხევითი დამაწვიმებლები.
ჩვეულებრიბი დარტყმითი სპრინკლერები ბრუნავენ და ასე მოაფრქვევენ წყალს ფართობში. აქ საშიშროებაა სანამ წყლის ჭავლი ხელ-ახლა დაეცემა მცენარეს, მანამდე ის შეიძლება მოიყინოს.
Frost Protection Solutions – LF Low Flow Sprinkler Solution Rain Bird Agriculture
ამიტომ ამ სპრინკლერმა დიდი რაოდენობის წყალი უნდა გამოტყორცნოს ეს რომ არ მოხდეს. თუ მოყონვის საწინააღმდეგო სწრაფად ბრუნავ სპრინკლერებს გამოვიყენებთ წყლის ხარჯიც შემცირდება. ამას ამბობს ფაოს სახემძღვანელოც.
პივოტურ სარწყავ სისტემების სპრინკლერებს ე.წ. რხევით ანუ ვობლერი ეწოდებათ
40 Years of Senninger Wobbler Technology
https://proagro.online/early-spring-frost-management/
მათში წყალი ერთდროულად ყველა მიმართულებით გამოიფრქვევა. ე.ი. ისინი ძალიან მაღალი ბრუნვის სპრინკლერბსაც კი ჯობიან მოყინვის საწინააღმდეგო ეფექტურიბაში. ამიტომ მათი გამოყენებისას წყლის ხარჯი მინიმალურია.


ვობლერებით შესრულებული მოყინვის საწინააღმდეგო სისტემები ყველაზე ეფექტურია, ეკონომიური წყლის და ენერგიის ხარჯით. პროექტის ბიუჯეტიც ყველა სხვა სისტემაზე ეკონომიურია. განსაკუთრებით ეს ეკონომია ჩანს მცენარეთა ფართობზე ხშირი განლაგების პირბებში, როგორიც არის მოცვი, ვენახი და სხვა.
ამასთან ერთად ეს სისტემა გამოიყენება ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარის გასაგრილებლად
პროაგრო ამ სისტემების მომწოდებელია როგორც ვობლერური სპრინკლერების მწარმოებლების დილერი საქართელოში. თქვენ ჩვენთან მიიღებთ სწორ გაანგარიშებებს, სწორ პროექტს და მის შესრულებას. ბიუჯეტი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მორგებადია.
-
ზოლოვანი და თითო ხეზე სპრინკლერების გამოყენება.
არის აზრი რომ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი სპრინკლერები რომლებიც წყალს არა წრიულად არამედ ზოლოვანად აფრქვევს.
Pierwszy sprawdzony test na winorośli systemu anty mrozowy flipper.
მას შეუძლია მცენარის რიგი დაფაროს და რიგთაშორისი არ მოიცვას. ცხადია წყალი ამ დროს ნაკლები დაიხარჯება.
არის მიდგომა რომ თითო ხის თავზე მოვათავსოთ თითო მცირე რადიუსის სპრინკლერი.
აქ რამოდენიმე საეჭვო მომენტია
- ყინვა გვერდიდანაც შემოუტევს მცენარეს და მოყინვის საწინააღმდეგო ეფექტს შეამცირებს
- თუ მცენარეთა რაოდენობა ფართობზე ბევრია, როგორც მაგალითად მოცვში, ასეთი სპრინკლერების დაყენება ბევრი მოგიწევთ. შედეგად პროექტი ძალიან გაძვირდება და წყლის ხარჯიც ჯამურად იგივე გამოვა რაც ვობლერული სპრინკლერების დროს.
ასე რომ ეს მეთოდი შეგიძლიათ ცადოთ ბაღებისათვის სადაც მცენარეები მცირე სიმჭიდროვით არის განლაგებული.
ჩვენ ვფიქრობთ და ამასთან გვაქვს ინფორმაცია სამხრეთ ამერიკის ბაღებიდან რომ ლოკალური დასხურება მაინც სარისკოა. ამ სისტემის ეფექტი არ არის საკმარისი ყინვის გასანეიტრალებლად.
მიუხედავად ამისა თუ წყლის რაოდენობა არ გყოფნით შეგიძლიათ ცადოთ, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ეს სისტემებიც.
გაითვალისწინეთ რომ ფართობში ბევრი რაოდენობია სპრინკლერების და მისი საყრდენების შემთხვევაში, როგორც მაგალითად მოცვის და ვენახის პროექტებიში ამ პროექტის ღირებულება გადაამეტებს სახელმწიო დაფინანსებით განსაზღვრულ ლიმიტს.