სერია: სენსორები მოცვის ქოთნებში მოსაყვანად.

1. სენტეკის Drill and Drop (არ გამოიყენება სუბსტრატში)

ავსტრალიური კომპანია სენტეკის Drill & Drop სენსორი ერთ-ერთი საუკეთესო სენსორია მსოფლიოში. ის ზომავს ნიადაგში წყლის შემცველობას WVC%, ელექტრო გამტარებლობას  EC  და ტემპერატურას T. თანაც მისი სიგრძის ყოველი 10 სანტიმეტრიდან მოდის სამივე სიდიდის გაზომვის სიგნალი.

სენტეკის Drill and Drop სენსორის მწარმოებლის მითითებით მისი გამოყენება სუბსტრატში არაა რეკომენდირებული. ეს დაკავშირებულია იმასთან რომ სუბსტრატში არის ჰაერის ბუშტულები, რომელიც დაუშვებელია იყოს ამ სენსორის გარშემო. მისი მონტაჟი ხდება ნიადაგში გაკეთებული ნახვრეტში სადაც ჩაისხმება ნიადაგის წყალხსნარი რომ გამოიდევნის ჰაერი.

რთული კალიბრაციის ტექნიკით შესაძლებელია ამ სენსორით დავინახოთ წყლის შემცველობას WVC%   ცვლილების ტრენდი, სუზუსტეს მაინც ვერ მივაღწევთ. თუმცა ელექტრო გამტარებლობის,  EC კალიბრაცია საერთოდ არ ხდება. იხილეთ ლინკი

ამის გამო ასეთი მაღალტექნოლოგირი სენსორი (ამასთან ძვირი) არ გამოიყენება სუბსტრატში, ანუ ქოთნებში მოცვის წარმოებისათის.

არსებობს სხვა სენსორები რომელთა გაზომვის მექანიზმი არ არის დამოკიდებული ჰაერის ბუშტულები იქნება გარშემო თუ არა.  მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი სენსორი Teros 12 სწორედ ასეთ სენსორია (იხილეთ შემდეგი ბლოგი).