პივოტური სარწყავი სისტემა არის სარწყავის ტიპი, რომლის შემთხვევაშიც სარწყავი მოწყობილობა ბრუნავს ცენტრალური საყრდენის გარშემო და ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორია ირწყვება წრიულად სპრინკლერების მეშვეობით.
დღესდღეობით პივოტების უმეტესობა დაკომპლექტებულია ელექტრო ძრავებით.
ამერიკული კორპორაცია Lindsay პივოტური სარწყავი სისტემების უმთავრესი მწარმოებელია მსოფლიოში, სადაც ბაზრის 40%-მდე ფლობს. მისი სარწყავი მანქანები- Zimmatic გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ტექნიკური პარამეტრებით და ხარისხით.
Zimmatic-ის პივოტური სარწყავი სისტემები განკუთვნილია როგორც მცირე, ისე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთებისთვის.
მათი მოდულური დიზაინი საშუალებას იძლევა შესრულდეს უფრო გრძელი სისტემების კონფიგურაცია, რაც ამცირებს სისტემის ხარჯებს. ასევე შესაძლებელია სპეციალური სიმაღლის კონფიგურაცია უფრო მაღალი კულტურებისთვის, როგორიცაა შაქრის ლერწამი ან ხეხილი.
თითოეული პივოტი განკუთვნილია სპეციფიკური კლიმატური, ტოპოგრაფიული და მცენარის პირობებისთვის.
კომპანია პროაგრო გთავაზობთ ამ სისტემების დაპროექტებას, მოწოდებას და მონტაჟს.