წვიმის პირობებში მოცვის ნაყოფის დარბილებისა და გახლეჩის შემცირება

სენსორებით ფესვების გარშემო ოსმოტური წნევის მართვა

უჯრედის მემბრანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა შერჩევითად გაატაროს წყალი უჯრედში ან უჯრედიდან გარეთ. ამ პროცესს ოსმოსი ეწოდება.

თუ მემბრანის ერთ მხარეს ხსნარი უფრო კონცენტრირებულია (ანუ მეტი მარილია), ხოლო მეორე მხარეს უფრო განზავებულია (წყალი უფრო „სუფთაა“ მარილებისგან), წყალი მოძრაობს იმ მიმართულებით, სადაც ხსნარის კონცენტრაცია უფრო მაღალია. ოსმოსი ცდილობს ამ ორი მხარის კონცენტრაციის გათანაბრებას. სწორედ ამ „მოქმედ ძალას“ ეწოდება ოსმოტური წნევა.

ამით აიხსნება ისიც, რატომ შეიძლება მცენარე დაზიანდეს ან დაიჩაგროს ძალიან მარილიანი წყლით მორწყვისას — ასეთ პირობებში წყალს უჭირს ფესვის უჯრედებში შეღწევა, რადგან გარეთა გარემოში ოსმოტური წნევა ზედმეტად მაღალია.

პირიქით, თუ ფესვების გარეთ არსებული წყალი ნაკლებად მარილიანია, ვიდრე ფესვის უჯრედებში არსებული სითხე, წყალი შედის ფესვებში მანამდე, სანამ კონცენტრაციები მეტ-ნაკლებად არ გათანაბრდება.

რატომ რბილდება და იხლიჩება ნაყოფი წვიმაში?

წვიმის წყალი პრაქტიკულად არ შეიცავს მარილებს. ამიტომ წვიმიან პერიოდში ფესვების გარშემო ხსნარი მკვეთრად განზავდება, შედეგად წყალი შედარებით ადვილად შედის ფესვებში და შემდეგ გადაადგილდება მცენარეში, მათ შორის ნაყოფში. ამის შედეგია:

  • ნაყოფის სიმკვრივის შემცირება (დარბილება),
  • ნაყოფის გახლეჩის რისკის ზრდა,

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რის გამოც კრეფის პერიოდში მოსული წვიმა ხშირად აკლებს ნაყოფს საბაზრო სახეს და ზრდის ფერმერის დანაკარგს. დასავლეთ საქართველოში ასეთი მოვლენები ხშირია.

გამოსავალი:  „ვმართოთ“ ოსმოტური მდგომარეობა ფესვთა ზონაში?

პრაქტიკაში ერთ-ერთი მიდგომაა ფერტიგაციით (სასუქის ან მარილების დამატებით) ფესვების გარშემო ხსნარის კონტროლი წვიმის წინ ან წვიმის პერიოდში. ამას უკვე იყენებენ ფერმერები საქართველოში და ხშირად „მცენარის დასტრესტვას“ უწოდებენ, თუმცა სწორად დაგეგმილი ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს არა სტრესის შექმნას, არამედ ფესვთა ზონის სტაბილიზაციას.

იმისათვის, რომ მოქმედება მართებული და უსაფრთხო იყოს, საჭიროა ნიადაგის ან სუბსტრატის ფორებში ელექტროგამტარებლობის (ECp) გაზომვა

ECp და ოსმოტური წნევა: რა კავშირია?

სითხეში კონკრეტული იონების შემცველობა განაპირობებს ერთდროულად EC მნიშვნელობას და იმავე დროს ოსმოტური წნევას.  ამიტომ ფორების წყალში მაღალი EC (ECp), როგორც წესი, ნიშნავს უფრო მაღალ ოსმოტურ წნევას და პირიქით.

სხვადასხვა მარილებისთვის ეს დამოკიდებულება სხვადასხვა სიდიდით მჟღავნდება. სასარგებლოა გვქონდეთ შესაბამისი გაანაგარიშების ცხრილები.

მარტივი პრინციპი

ფესვთა ზონა უნდა იმართოს ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ორივე უკიდურესობა:

  • ძალიან მაღალი ECp (>1.5 dS/m) / მაღალი ოსმოტური წნევა:
    ფესვების ფუნქციის შეზღუდვა, ფესვის დაზიანების რისკი და ნაყოფის ხარისხის დაქვეითება.
  • ძალიან დაბალი ECp / დაბალი ოსმოტური წნევა (წვიმის შემდეგ):
    არასაკმარისი კვება, ელემენტების დისბალანსი და რბილი ნაყოფის რისკი.

პრაქტიკული მართვა: როგორ შევინარჩუნოთ ოსმოტური სტაბილურობა წვიმის დროს?

ოსმოტური მართვა ნიშნავს ფესვთა ზონაში საკვების კონცენტრაციისა კონტროლს,  არ უნდა დავუშვათ მისი მკვეთრი შემცირება წვიმის წყლის გავლენით.

ეს შესაძლებელია წვიმის წინ და წვიმის დროს ფერთიგატორის საშუალებით მარილების(სასუქების) ხსნარის მიწოდებით ფესვებში. სხვადასხვა მარილებით ფესვების გარშემო ოსმოტული წნევა სხვადასხვა სიდიდით იცვლება. ეს ექვემდებარება ზუსტ გაანგარიშებებს.

ამასთან ერთად უნდა ვაკონტროლოთ  ონლაინ ფორების წყლის ელექტრო გამტარებლობა EC (ECp).

აქ დგება საკითხი ეს პროცესი რაც შეიძლება ეკონომიურად ჩავატაროთ, ნაკლები დანახარჯებით სასუქებზე (მარილებზე)  და მცენარისათვის ნაკლებად დამაზიანებლად.

პროცესის ასეთნაირად წასამართავად მომართეთ პროაგროს კონსულტაციისათვის.