მოცვის მოყინვის კველევებზე დაყრდნობით გვაქვს შემდეგი მონაცემები კვირტის განვითარების ფაზების მიხედვით (მიჩიგანის და ფლოროდოს უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით MSU-1, FU , CANR.MSU

რომ მოვახდინოთ მოცვის მოყინვისგან დაცვა საჭიროა განვახორციელოთ დაწვიმება ბაღში შემდეგი ინტენსივობით:

დაწვიმების დაწყების პირობად მიჩნეულია წეტილი როდესაც სველი კვირტის ტემპერატურა Tw = 0⁰ C -0,5 ⁰ C. მისი დადგენა ხდება სპეციალური სენსორებით, მშრალი კვირტის ტემპერატურის, გარემოს ტენიანობის და იტერაციის საშუალებით. ამის მაგალითია კომპანია Rika სენსორი R330. სველი კვირტის Tw = 0⁰ C -0,5 ⁰ C ტემპერატურისათვის გარემოს ტემპერატურა სხვადასხვა ტენიანობის პირობებში 1⁰ C -3 ⁰ C-ის ფარგლებშია.
დაწვიმების შეწყვეტა ხდება როდესაც Tw = 1,5⁰ C გაუტოლდება.
სენსორი უნდა დამონტაჟდეს ფართობში, შენობისგან მოშორებით 1.5 -2 მ სიმაღლეზე. ამასთან დაწვიმება უნდა მოვარიდოთ. ეს შესაძლებელია SDI 12 ან Agrobee – L ლოგერებით, რომელიც აღწერილი იყო აქ. სენსორების ჩვენება რადიო კავშირით გადაეცემა აგრონიკს, რომელიც ავტომატურად გააქტიურებს დაწვიმების სისტემას Tw = 0⁰ C -დან 0,5 ⁰ C ინტერვალში და გამორთავს მას Tw = 1,5⁰ C-სთვის. ადამიანის მორიგეობა და ჩარევა საჭირო არ არის.

აგრონიკის მოყინვისგან დაცვის სისტემა ინტეგრირებულია VEGGA პლატფორმასთან, რომლეიც გთვაზობთ დისტანციურ, ავტომატურ კონტროლს, მონაცემთა ვიზუალიზაციას, შეტყობინებებს დამატებითი კონფიგურაციის გარეშე. იხილეთ დეტალურად ლინკებზე 1. და 2
დაწვიმების ტექნიკური განხორციელება და მისი სავარაუდო ბიუჯეტი იხილეთ პროაგროს გვერდებზე.