მორწყვის და ფერთიგაციის შედეგად შესაძლოა ქოთნებში დაგროვდეს სასუქები. მაღალი ელექტროგამტარებლობა, EC და მჟავიანობა, pH  იწვევს მოცვის სტრესს. ამიტომ უნდა ვადევნოთ ყურადღება ის არ გაიზარდოს. ამას ახორციელებენ როგორც სერია I) სენსორები, ისე ქოთნის გამონადენი სადრენაჟო წყალში EC და pH გაზომვა.

როგორც ვახსენეთ წვიმიან დასავლეთ საქართველოს პირობებში არა თუ სასუქის დაგროვება არ ხდება ქოთნებში, არამედ ის პირწმინდად ირეცხება წვიმის შედეგად. ამას ჩვენ პრაქტიკულად ვაკვირდებით ქოთნებში მოთავსებული Teros 12 სენსორებით პროექტებში და საცდელ ქოთნებში.

მაგრამ სათბურებში წვიმით ჩარეცხვის პროცესები არ ხდება და ამ სენსორების გამოყენება აქტუალურია. თუ EC და pH კრიტიკულ მნიშვნელობას გადააჭარბებს საჭიროა სარწყავი წყლით მოხდეს მისი ჩარეცხვა.

ამისათვის დასაკვირვებელ ქოთან ქვემოდან მოუთავსებენ ჭურჭელს, რომელსაც დასაცლელი ონკანი გაუკეთდება.  მასში მოთავსედბე ელექტროგამტარებლობა, EC და მჟავიანობა, pH სენსორები. გაზომვები რომ სწორად შესრულდეს ყოველ დღეს ბაღის ოპერატორმა უნდა დაცალოს ეს ჭურჭელი ონკანის გახსნით.

წყალში ელექტროგამტარებლობა, EC და მჟავიანობა, pH საზომი ხელსაწყოებს მრავალი კომპანია აწარმოებს. ისინი ასე გამოიყურებიან . მათ სჭირდება ე.წ. ელექტროგამტარებლობა, EC და მჟავიანობა, pH ტრანსმიტერი, ხელსაწყო რომელიც მათ სიგნალებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალად 0-24 მილი ამპერის დიაპაზონში. მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვამს მას წამკითხველი მოწყობილობა.

უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგს:

  1. სენსორების ხარისხს?
  2. რამდენ ასეთ სენსორს იერთებს ტრანსმიტერი
  3. რამდენ ასეთ სენსორს კითხულობს წამკითხველი?
  4. რამდენი ასეთი სენსორის მონაცემის მიღება შეუძლია მთავარ კონტროლერს?
  5. რა თქმა უნდა ბიუჯეტი

ყველაფერი ეს საჭიროა რომ არ გადაიხადოთ მეტი ნაკლებ კონფიგურაციაში. ჩვენ კონსულტაციას გაგიწევთ ამ საკითხში.