მოცვის დაცვა სითბური ტალღებისაგან

კარგად არიის ცნობილი რომ მოცვის მოსავლის  აღების შემდეგი თვეებში, ივლისი ოქტომბერში, ხდება მცენარის მოძლიერება, საყვავილე ყლორტების განვითარება და მათზე ყვავილის კვირტების წარმოქმნა.  ამ პროცესის წარმატებულად ჩატარებაზეა დამოკიდებული მომავალი წლის უხვი მოსავალი.

მოცვის კულტურაში ივლისი-სექტემბრის მაღალი ტემპერატურები (>28⁰ C) და ცხელი ქარები ამ პროცესს ხელს უშლის. საჩრდილობელი ბადის გამოყენება დასავლეთ საქართველოს მაღალ ტენიან პირობებში დაავადებების პრობლემებს გამოიწვევს.

ამ დროს დაგეხმარებათ დამაწვიმებელი სისტემა. ამასთან შეგიძლია ერთი და იგივე სისტემა გაზაფხულზე მოყინვის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ და იმავე დროს ივლის-აგვისტოში-სექტემბერში გააგრილოთ მცენარე. ჩვენი სპრინკლერები დაბალ წნევაზე მუშაობენ, ამიტომ დამატებითი სარწყავის სისტემის შექმნა საჭირო არ არის, ისინი წვეთოვან სისტემის გაყვანილობას დაუერთდებიან. სპრინკლერეს დარტყმითი მექანიზმით არ მუშაობენ, ამიტომ მათი საყრდენი იაფი სარები შეიძლება იყოს. იხიელთ ვიდეო კლიპები Yotube 1, Youtube 2 .

1 ჰა-ზე 100 სპრინკლერი საკმარისია და ბიუჯეტიც არ არის დიდი. უფრო დეტალურად სისტემის აღწერა იხელეთ აქ მოყინვის პრობლემები მოცვში და მოყინვის საწინააღმდეო და გაგრილების სისტემა მოცვში  .

არსებობს მეთოდიკა დაყრდნობილი ამინდის სადგურის მონაცემებზე რომელის საშუელებითაც განისაზღვრება გაგრილების დაწყების და დასრულების დრო. ეს მეთოდიკა ითვლის თვით მცენარის გადახურების დონეს. მეორეს მხრივ შესაძლოა გამოიყენოთ ფოთლის ტემპერატურის სენსორი და ავტომატიკა მიაბათ მის ჩვენებებს. ამის მიხედვით დამაწვიმებელი სისტემა ჩაირთვება და გამოირთვება საჭირო დროს. პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ცხელ საათებში საათში 15 წ. ჩართვა საკმარისია მცენარის გასაგრილებლად.