მოყინვის საწინააღმდეო და გაგრილების სისტემა მოცვში

პრინციპი და ბიუჯეტის შეფასება

მოყინვის საწინააღმდეგო დაწვიმებითი სისტემა ყველაზე ეფექტური და ეკონომოირი გადაწყვეტილებაა. ის ფაქტი რომ მოყინვის დროს ყველა სექტორი უნდა ჩაირთოს ერთდროულად სირთულეებს ქმნის, დიდია მოთხოვნა წყლის და ელექტროენერგიის მიმართ. დარტმით (Impacta) სპრინკლერებს წვეთოვანთა შედარებით მაღალი წნევა სჭირდებათ, ამასთან ისინი არა ეფექტურია მოყინვისას. კომპანია პროაგროს გააჩნია ისეთი სპრინკლერები (ვობლერები) რომელიც ყალს ყველა მიმართულებით ერთდროულად ისვრიან ძალიან ეფექტურებია წაყინვის პროექტებში. იხილეთ როგორ მუშაობენ ისინი ამ ვიდეოებში:

 

ამ სისტემის მიბმა შეიძლება წვეთოვან სარწყავ სისტემაზე, რადგან ვობლერისათვის სამუშაო წნევა დაბალია. ამის განსახორციელებლად წვეთოვანი სისტემის ჰიდრანტზე უკეთდება დამატებითი გამომყვანი ონკანით, რომელსაც ერთდება სწრაფ გადაბმის მილები. შედეგად აიწყობა სისტემა რომელიც ვიდეოზე არის წარმოდგენილი. ამით წვეთოვანი სისტემის ტუმბოს და მომყვანი მილების საშუალებით შესაძლებელი გახდება ფართობის ნაწილის დაცვა მოყინვის წინააღმდეგ.  რა ფართობს დაფარავს ასეთი მოყინვის სისტემა დამოკიდებულია წვეთოვანი სისტემის ტუმბოს წარმადობაზე. მაგალითისთვის თუ ტუმბოს წარმადობა 50 მ3/სთ-ია -5⁰C მოყინვისგან დაცვა შესაძლებელია 2ჰა ფართობის. მასალების ღირებულება ამ პროექტისათვის 2300 -2500 დოარი/ჰას ფარგლებშია დღგ-ს გარეშე. თუ მეტი ფართობის დაფარვა არის საჭირო დამატებით ტუმბო უნდა დააყენოთ.

ყოველი პროექტი ინდივიდუალურია. უმჯობესია წვეთოვანი სისტემა დაიგეგმოს მოყინვის საწინააღმდეგო სისტემასთან ერთად. აქედან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ რა ფართობზე გიღირთ ადრეული ჯიშების გაშენება.

მას შემდეგ რაც მოყინვის საშიშროება გაივლის დაწვიმების სისტემა შეიძლება დაიშალოს, შეინახოთ ან გადაიტანოთ საგვიანო ჯიშების ფართობში, სადაც ცხელ დღეებში შეძლებთ მცენარის გაგრილებას და ამით ნაყოფს დაიცავთ დაწვისაგან. რადგან გაგრილებას ნაკლები წყლის ინტენსივობა ჭირდება, არსებული წვეთოვანი სისტემით და მისი ტუმბოთი შეძლებთ 4-ჯერ მეტი ფართობის გაგრილებას ვიდრე მოყინვის დროს.