მოცვის მოყვანა ქოთნებში დასავლეთ საქართველოს უხწვიმიანი კლიმატის პირობებში

ქოთნებში მოცვის მოყვანა მეტად მომგებიანი ბიზნესია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფერმერი სრულად აკონტროლებს მოყვანის პროცესს, მოსავლის რაოდენობას, მის ხარისხს და ნაკლებად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე.

ქოთნებში მოცვის წარმოებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების მართვა:

  1. ფესვთა ზონაში წყლის რაოდენობა
    დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოცვი უმეტესად მოჰყავთ მძიმე ნიადაგებზე. ჭარბი ნიადაგის ტენიანობის (VWC %) პირობებში მცენარე განიცდის სტრესს, ვითარდება ფესვის დაავადებები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას.
  2. მცენარის სწორი კვება
  3. მოყინვისგან დაცვა
  4. ქარისგან დაცვა

პირველი და მეორე პრობლემა ეფექტურად წყდება მოცვის ქოთნებში მოყვანით, ქვემოთ აღწერილი ტექნოლოგიის გამოყენებით. დასავლეთ საქართველოს უხვნალექიანი კლიმატი მნიშვნელოვნად ცვლის მსოფლიოში აპრობირებულ მიდგომებს და განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს როგორც სუბსტრატის შერჩევას, ისე სარწყავი და ფერტიგაციის სისტემების მართვას.

 

სარწყავი სისტემის დაგგემვა, მისი ავტომატური და ნახევრად ავტომატური მართვა

 

წესი 1.

წვეთოვანი სისტემის დაწვიმების სიჩქარე მმ/სთ არ უნდა აღემატებოდეს სუბსტრატის წყლის გატარების სიჩქარეს (ინფილტრაციას).

მაგალითი:
ვთქვათ, გვაქვს ქოთანი 40 სმ დიამეტრით და ერთ ქოთანზე გამოყენებულია 4 ერთეული 1.6 /სთ საწვეთური. ასეთ შემთხვევაში ქოთანზე მიწოდებული წყლის ინტენსივობა შეადგენს დაახლოებით 50 მმ/სთ. აუცილებელია, რომ ეს მნიშვნელობა იყოს ნაკლები სუბსტრატის ინფილტრაციის სიჩქარეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ქოთნის ზედა ფენების დატბორვა, ჟანგბადის დეფიციტი და ფესვის დაავადებების განვითარება.

სურათი 1. მწვანება ლაქები ქოთნებში დატბორვის შედეგია.

სუბსტრატის ფიზიკური არსი

სუბსტრატი წარმოადგენს ფოროვან გარემოს, რომელშიც ფორების შიგნით, წყლისა და სასუქის ხსნარში, განლაგებულია ფესვები. აღმოჩნდა, რომ სუბსტრატის წყლის გატარების უნარი მკვეთრად არის დამოკიდებული მის ტენიანობაზე.

თუ სუბსტრატი სრულად არის გაჯერებული წყლით (ე.წ. ქოთნის წყლის მაქსიმალური ტევადობა), ინფილტრაციის სიჩქარე ძალიან მაღალია — რამდენიმე ასეული ან ათასეული მმ/სთ (ცხრილი 1, სვეტი 2).

თუ სუბსტრატის ტენიანობა ოდნავ ჩამოუვარდება გაჯერების მდგომარეობას (წყლის პოტენციალი −10 სმ), ინფილტრაციის სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება (სვეტი 3).

თუ ტენიანობა მნიშვნელოვნად დაბალია გაჯერების დონეზე (წყლის პოტენციალი −50 სმ), ინფილტრაცია მკვეთრად ეცემა და შეიძლება იყოს მხოლოდ 0.9–5 მმ/სთ, რის შედეგადაც წყალი გროვდება ქოთნის ზედაპირზე. მორწყვის რეჟიმი არ უნდა მივიდეს ამ მდგომარეობამდე.

წესი 2

ქოთანში წყლის შემცველობა უნდა იყოს გაჯერების და ჭკნობის წერტილებს შორის.

სურათი 2.

წყლის შემცველობის კონტროლი ხორციელდება სუბსტრატისთვის განკუთვნილი სპეციალური სენსორებით. ნიადაგისთვის განკუთვნილი სენსორები სუბსტრატში გამოსაყენებლად არ არის შესაფერისი მისი ფოროვანი ბუნების გამო. დეტალურად სენსორის შესახებ იხილეთ აქ .

წესი 3

აუცილებელია ვიცოდეთ სუბსტრატის:

  • გაჯერების ტენიანობა
  • ჭკნობის ტენიანობა

თუ ეს მონაცემები არ გაქვთ, მათი განსაზღვრა შესაძლებელია საცდელი მეთოდებით — ამაში დაგეხმარებათ ProAgro.

მორწყვის მართვის ალგორითმი

მაგალითი განვიხილოთ ცსუბსტრატი და ქოთანი პარამეტრებით:

ქოთანში წყლის შემცველობის (%) სენსორით მონიტორინგის საფუძველზე რწყვის შემდეგი რეჟიმები გვექნება

 

წესი 4. მორწყვის მართვა

 

ცხრილი 2.

ყვითლად მონიშნული რეჟიმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოს უხვნალექიანი კლიმატისთვის. „წვიმის რეჟიმში“ ნაკლები წყალი, მაგრამ უფრო კონცენტრირებული სასუქი და დაბალი pH გამოიყენება, რაც მცენარეს კვებასა და სუნთქვას უნარჩუნებს.

მწვანედ მონიშნული რეჟიმები გვეხმარება საჭირო დროს შევაჩეროთ და განვაახლოთ მორწყვა დიდი ნალექის მოსვლის პირობებში.

 

 

ფერთიგაციის სისტემის დაგეგმვა

ფერთიგაციის სისტემის დაგეგმვა და მისი ეფექტური მართვა ეფუძნება ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად პრინციპებს.

წესი 5

ფესვთა ზონაში წყლის ელექტროგამტარებლობა (ECp) უნდა იყოს ≤ 1.5 dS/m (mS/cm) ნაკლები. ECp-ის მნიშვნელობა 2.0 dS/m ან მეტი დამღუპველია მოცვის ფესვთა სისტემისთვის და იწვევს მარილიანობის სტრესს.

ფორებში, სადაც უშუალოდ არის განლაგებული ფესვები, ელექტროგამტარებლობის (ECp) გასაზომად საჭიროა სპეციალური სუბსტრატისთვის განკუთვნილი სენსორი. სენსორების უმრავლესობა არ არის შესაფერისი სუბსტრატში გამოსაყენებლად და ვერ უზრუნველყოფს ფორების ელექტროგამტარებლობის გაზომვას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტანდარტული სენსორები ზომავენ სუბსტრატის მთლიანი მასის ელექტროგამტარებლობას (ECb) და არა ფორებისას. ECb მნიშვნელობა ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ECp-ისგან და პრაქტიკაში ხშირ შემთხვევაში მასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

ზოგიერთ SDI-12 ტიპის წამკითხველ მოწყობილობას შეუძლია ფორების ელექტროგამტარებლობის (ECp) გამოთვლა ECb-ის, სუბსტრატის წყლის შემცველობის (VWC %) და ტემპერატურის მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთი მოწყობილობაა AgroBee SDI-12, რომელსაც გთავაზობთ ProAgro.

ECp-ის გამოთვლა შესაძლებელია ხელითაც, თუმცა აუცილებელია, რომ გამოყენებულ სენსორს შეეძლოს სამივე პარამეტრის (VWC %, ECb და ტემპერატურა) გაზომვა ფოროვან გარემოში, ანუ სუბსტრატში. დეტალურად იხილეთ აქ.

ამ გაზომვებზე დაყრდნობით ფორმირდება ფერთიგაციის მართვის ალგორითმი.

წესი 6. ფერთიგაციის მართვა

ცხრილი 3. ფორების ECp-ის ინტერპრეტაცია და რეკომენდებული მოქმედებები

დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან პირობებში ამ წესიდან განსაკუთრებით კრიტიკულია ყვითლად მონიშნული სცენარი — სასუქების ჩარეცხვა წვიმის შემდეგ.

ფერთიგაციის აღნიშნული ალგორითმის ტექნიკური განხორციელების გზები მოცემულია ქვემოთ.

 

ქოთნების მორწყვისა და ფერთიგაციის მართვა

მსხვილი ფერმერული მეურნეობებისთვის

მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში აუცილებელია სენსორებზე დაფუძნებული სრულად ავტომატური მორწყვისა და ფერტიგაციის სისტემების დანერგვა, რათა ზემოაღნიშნული ალგორითმები ეფექტურად განხორციელდეს.

ასეთ სისტემებს წარმოადგენს Agronic 2500, Agronic 4500 და Agronic 5500, რომლებსაც გთავაზობთ ProAgro:

AgroBee SDI-12 ტიპის სენსორების წამკითხველები ბაღის ნებისმიერი წერტილიდან იღებენ მონაცემებს სუბსტრატში ECb-ის, VWC %-ის და ტემპერატურის შესახებ და ამავე დროს გამოთვლიან ფორების ელექტროგამტარებლობას (ECp).

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით Agronic კონტროლერებს შეუძლიათ:

  • ავტომატურად ჩართონ ან გამორთონ მორწყვა და ფერთიგაცია;
  • გადაერთონ სხვადასხვა სამუშაო რეჟიმზე (მაგალითად, წვიმის შემდეგ სასუქების აღდგენის რეჟიმზე);
  • განახორციელონ ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული ალგორითმი.

ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილ სხვა ბრენდების მოწყობილობებს არ გააჩნიათ ფორების ელექტროგამტარებლობის (ECp) გამოთვლის ფუნქცია, რის გამოც მათ არ შეუძლიათ ქოთნებში მოცვის მოყვანის პროცესის სრულფასოვანი ავტომატიზაცია.

ქოთნების მორწყვისა და ფერთიგაციის მართვა

მცირე მასშტაბის ფერმერული მეურნეობებისთვის

ზემოაღწერილი ალგორითმების გამოყენება შესაძლებელია ნახევრად ავტომატური სისტემებითაც, რომლებსაც გთავაზობთ ProAgro და რომლებიც ხელმისაწვდომია მცირე მეურნეობებისთვის.

ProAgro გთავაზობთ სენსორულ კომპლექტს, რომელიც ზომავს:

  • სუბსტრატის ტენიანობას (VWC %),
  • ტემპერატურას,
  • სუბსტრატის მთლიანი მასის ელექტროგამტარებლობას (ECb).

კომპლექტის ღირებულება ხელმისაწვდომია მცირე მეურნეობებისთვისაც.

სენსორი ჩანგლისებრი წვერებით მარტივად თავსდება ნებისმიერ ქოთანში, ხოლო მონაცემების წაკითხვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით. გაზომილი მონაცემების (VWC %, ECb და ტემპერატურა) საფუძველზე ProAgro დაგეხმარებათ ფორების ელექტროგამტარებლობის (ECp) გამოთვლაში.

შემდეგ ფერმერი მიჰყვება მოქმედებათა თანმიმდევრობას, რომელიც აღწერილია ცხრილებში 2 და 3.

ფერტიგაციისთვის შესაძლებელია ProAgro-ს წარმოების სამარხიანი (2 სასუქი + 1 მჟავა) ფერთიგატორის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს EC-ისა და pH-ის ავტომატურ კონტროლს და ხელმისაწვდომია მცირე მეურნეობებისთვისაც.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული აპარატურა ავტომატურად არეგულირებს EC-სა და pH-, ხოლო ბაზარზე არსებული სხვა ანალოგიური მოწყობილობები მხოლოდ მათ გაზომვასა და ჩვენებას ახორციელებენ, რაც პრაქტიკაში ხელით მართვას და არარეალისტურ პროცესს ნიშნავს.