ქოთნებიდან გამონადენის ანალიზი მოცვში
მოცვის ქოთნებში მოსაყვანად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორწყვის მოცულობის, მჟავიანობისა (pH) და ელექტროგამტარებლობის (EC) მუდმივი კონტროლი. ამასთან, სასურველია ქოთნიდან გამონადენ წყალში აზოტის, კალიუმის, ნატრიუმისა და სხვა საკვები ელემენტების შემცველობის მონიტორინგიც.
ელექტროგამტარებლობისა და სუბსტრატში არსებული წყლის შემადგენლობის კონტროლი ჩვენ მიერ ხორციელდება სპეციალური, სუბსტრატისთვის განკუთვნილი სენსორის საშუალებით, რომელიც ინფორმაციას ცენტრალურ საკონტროლო აპარატს — Agronic-ს — გადასცემს. მონაცემების მონიტორინგი მიმდინარეობს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად შევიტანოთ კორექტირება მორწყვისა და ფერტიგაციის რეჟიმებში.
მეორე მეთოდი არის ქოთნიდან გამონადენი წყლის რაოდენობის, ასევე მისი pH-ისა და EC-ის მნიშვნელობების გაზომვა. აქ განვიხილავთ, როგორი უნდა იყოს გამონადენი წყლის შეგროვების სისტემა, როგორ უნდა ჩატარდეს აღნიშნული გაზომვები და რა ტიპის მოწყობილობაა საჭირო მონაცემების ონლაინ, უწყვეტი დაკვირვებისთვის.
1. გამონადენი წყლის რაოდენობის გაზომვა
ქოთნებიდან გამონადენი წყალი, როგორც წესი, შეადგენს ქოთნებში მიწოდებული წყლის 10–20%-ს. ერთი მორწყვის დროს ეს მოცულობა შეიძლება იყოს მხოლოდ 0,05–0,15 ლიტრი. ასეთი მცირე რაოდენობის გაზომვა ჩვეულებრივი წყლის დინების მრიცხველით ვერ მოხერხდება,
რადგან ის განკუთვნილია უწყვეტი დინების გასაზომად და, როგორც წესი, მხოლოდ ყოველ 1 ლიტრ წყალზე იძლევა ერთ სიგნალს.
სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებულ უკვე დაყენებულ სისტემებში ასეთი მრიცხველი პრაქტიკულად არაფერს აღრიცხავს და მისი ჩვენება უცვლელი რჩება.
2. pH-ისა და EC-ის გაზომვა გამონადენ წყალში
ქოთნებიდან გამონადენ წყალში ელექტროგამტარებლობისა და მჟავიანობის სენსორები pH-სა და EC-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზომავენ, თუ ისინი წყალში იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ გამონადენი წყალი უნდა გროვდებოდეს სპეციალურ ჭურჭელში ან კამერაში, რათა სენსორებმა მისი გაზომვა შეძლონ.
ამჟამად არსებულ ინსტალაციებში. ამასთან, pH-ისა და EC-ის სენსორები მშრალ გარემოში იმყოფიან, რის გამოც დაკარგული აქვსთ სიზუსტე და მათი ჩვენება არ არის სანდო.
3. მონაცემების ონლაინ გადაცემა
აუცილებელია, რომ გაზომილი მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდოს საკონტროლო აპარატს, რათა მენეჯერმა ან კონსულტანტმა შეძლოს მათი დისტანციურად, რეალურ დროში ნახვა და ანალიზი.
დღეისათვის საქართველოში ქოთნებიდან გამონადენი წყლის ანალიზისთვის გამოყენებულ სისტემებში ეს პირობები უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია. შესაბამისად, ასეთი სისტემები ვერ ასრულებს სანდო გაზომვისა და უწყვეტი ონლაინ მონიტორინგის ფუნქციას.
ესპანური კომპანია Progres გთავაზობთ ამ პრობლემის სწორ ტექნიკურ გადაწყვეტას, სწორი გამოდინებული წყლის გამზომი სენსორებით. ამ სისტემაში ინფორმაცია რადიოგადაცემის საშუალებით თავს იყრის Agronic-ის კონტროლერში და კონსულტანტისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. შედეგად შესაძლებელია მორწყვისა და ფერტიგაციის რეჟიმების დროული შეფასება, კორექტირება და ოპტიმიზაცია.
ამ სისტემას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენთან.
