მოცვის ქოთნებში მოსაყვანად აუცილებელია ფესვების გარშემო ელექტრო გამტარებლობის EC კონტროლი. მოცვისათვის სასურველი ელექტრო გამტარებლობის მნიშვნელობა ფესვებში 1.5 mS/cm-ზე ნაკლებია   ხოლო 2.0 mS/cm და მეტი დამღუპველია მისთვის. ამის კონტროლი შეიძლება ორი გზით

  1. ფორების EC (ECp) — სუბსტრატის ფორებში არსებული ხსნარის ელექტროგამტარობის გაზომვით. ზუსტად იქ, სადაც ფესვებია.
    → ეს არის ის, რასაც მცენარე რეალურად “გრძნობს”.
  2. დრენაჟის EC (ECd) — ქოთნიდან გამოსული წყლის (დრენაჟის) ელექტროგამტარობის გაზომვით.
    → ეს არის „ნარევი სიგნალი“, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მოკლედ, დრენაჟის EC აჩვენებს რა გამოვიდა ქოთნიდან, ხოლო ფორების EC აჩვენებს რა პირობებში არიან ფესვები.

დრენაჟის EC დამოკიდებულია:

  • ფორების EC-ზე (ECp)
  • გამონადენის ფრაქციაზე (LF) — რამდენი წყალი გადის დრენაჟში. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია მორწყვის რეჟიმებზე, აორთქლების სიდიდეზე და წვიმის ზემოქმედებაზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში უხვად გვაქვს. ამიტომ დრენაჟის EC (ECd) გამოყენება ქოთანში მდგომარეობის საკონტროლოდ სირთულეებთან არის დაკავშირებული

ამის გამო

  • სასუქის/ფერტიგაციის კორექციისთვის — მთავარი ინდიკატორია ECp (ფორების EC).
  • მორწყვის დაწყება/შეწყვეტისთვის — მთავარი ინდიკატორია VWC (ტენიანობა) სუბსტრატში.
  • დრენაჟის EC გამოიყენე როგორც „სისტემის ჯანმრთელობის“ ინდიკატორი (ლიჩინგი, გამორეცხვა, ემიტერების მუშაობა, განაწილება), მაგრამ არ გამოიყენო ფერტიგაციის დოზის დასარეგულირებლად.

გაივალისწინეთ რომ ფორების EC (ECp) არ არის ნიადაგის/სუბსტრატის EC, რომელსაც უმეტესობა სენსორი ზომავს.  ECp -ს გამზომი სენსორი არის Teros 12 კომპლექსში SDI-12 წამკითხველთან.

სხვა სენსორები რომლებიც გავრცელებულია ჩვენთან (Sentec Drill & Drop და სხვა) მას ვერ ზომავენ.

აგრონიკ 4500, 5500 და 2500 აღიქვამენ ამ სენსორს პირდაპირი შეერთებით ან რადიო კავშირით ფართობის ნებისმიერი წერტილიდან.

რაც იმას ნიშნავს რომ მრავალი შემოწმების წერტლი შეიძლება გქონდეთ ფართობში.

შესაძლებელია ამ აპარატურას განუსაზღვროთ  პირობა ამ სენსორზე დაყრდნობით და ავტომატურად მართოთ ქოთნების ფერთიგაცია და ირიგაცია. მაგალითად თუ ფორების EC (ECp) გადააჭარბებს 1.5 mS/cm, გაფრთხილების სმს გამოგიგზავნოთ, ხოლო თუ მიაღწევს 2.0 mS/cm, შეწყვიტოს ფერთიგაცია და დაიწყოს სუბსტრატის ჩარეცხვა.