მოცვის მოყინვის კველევებზე დაყრდნობით გვაქვს შემდეგი მონაცემები კვირტის განვითარების ფაზების მიხედვით (მიჩიგანის და ფლოროდოს უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით MSU-1,  FU , CANR.MSU

რომ მოვახდინოთ მოცვის მოყინვისგან დაცვა საჭიროა განვახორციელოთ დაწვიმება ბაღში შემდეგი ინტენსივობით:

დაწვიმების დაწყების პირობად მიჩნეულია წეტილი როდესაც სველი კვირტის ტემპერატურა Tw = 0⁰ C -0,5 ⁰ C. მისი დადგენა ხდება სპეციალური სენსორებით, მშრალი კვირტის ტემპერატურის, გარემოს ტენიანობის და იტერაციის საშუალებით. ამის მაგალითია კომპანია Rika სენსორი R330. სველი კვირტის Tw = 0⁰ C -0,5 ⁰ C ტემპერატურისათვის  გარემოს ტემპერატურა სხვადასხვა ტენიანობის პირობებში 1⁰ C -3 ⁰ C-ის ფარგლებშია.

დაწვიმების შეწყვეტა ხდება როდესაც Tw = 1,5⁰ C გაუტოლდება.

სენსორი უნდა დამონტაჟდეს ფართობში, შენობისგან მოშორებით 1.5 -2 მ სიმაღლეზე. ამასთან დაწვიმება უნდა მოვარიდოთ. ეს შესაძლებელია SDI 12  ან Agrobee – L ლოგერებით, რომელიც აღწერილი იყო აქ. სენსორების ჩვენება რადიო კავშირით  გადაეცემა აგრონიკს, რომელიც ავტომატურად გააქტიურებს დაწვიმების სისტემას Tw = 0⁰ C -0,5 ⁰ C  და გამორთავს მას Tw = 1,5⁰ C-სთვის. ადამიანის მორიგეობა და ჩარევა საჭირო არ არის.

აგრონიკის მოყინვისგან დაცვის სისტემა ინტეგრირებულია VEGGA  პლატფორმასთან, რომლეიც გთვაზობთ დისტანციურ, ავტომატურ კონტროლს, მონაცემთა ვიზუალიზაციას, შეტყობინებებს დამატებითი კონფიგურაციის გარეშე.

დაწვიმების ტექნიკური განხორციელება და მისი სავარაუდო ბიუჯეტი იხილეთ პროაგროს გვერდებზე.