ამინდის სადგრუები მნიშვნელოვანი საშუალებაა თანამედროვე აგრარული მეურნეობისათვის. ის იძლევა ამინდის პროგნოზის მოცემულ რეგიონში, რაც ფერმერებს ეხმარება სასოფლო-სამეურენეო სამუშაოების (მექანიკური, შხამ-ქიმიკატების შესხურება და სხვა) დაგემვაში.

არსებობს ე.წ. ვირტუალური ამინდის სადგურების სერვისი. დიდი ამინდის პროგნოზის კომპანიებს გააჩნიათ მრავალი ამინდის სადგური მსოფლიოს ყველა კუთხეში. მათ შორის თქვენი ტერიტორიის მახლობლად. ამათგან მიღებული მონაცემებით ხდება თქვენი ადგილისთვის ამინდის პროგნოზის მოდელირება. ასეთი პროგნოზი ფერმერისათვის სრულიად საკმარისია.

ფიზიკური ამინდის სადგურები შედგება 5 ანალოგიური სენსორისაგან: ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, მზის რადიაცია, ქარის სიჩქარე და მიმართულება და ერთი დინების სენსორი: წვიმის სესორი. უნდა მიექციოთბ ყურადღება რამდენად ხარისხიანი სენსორები გააჩნიათ ამა თუ იმ მომწოდებელს. მათი საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ამინდის პროგნოზი.

ამ სენსორებზე დაყრდნობის უმეტესი ამინდის სადგურები ითვლიან აორთქლების და ტრანსპირაციის კოეფიციენდს, ETc, რომელიც არის ინდიკატორი აორთქლების და ტრანსპირაციისა. ის დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ფარდობით ტენიანაობაზე და ქარის სიდიდეზე. ამ მონაცემის მიხედვით შესაძლებელია გადააწყოთ მორწყვის ინტენსივობა. თქვენი ავტომატური მორწყვის სისტემა თუ აღიქვამს ამინდის სადგურის მონაცემებს, შესაძლებელი დავაპროგრამოთ სპეციალური პირობა (პირობითი მორწყვა), რომელიც მიბმული იქნება ETc  და მოახდენს მორწვის ნორმის გაზრდას ან შემცირებას.

ამის გარდა ამინდის სადგური ანგარიშობს ორთქლის წნევის დეფიციტს (Vapor Pressure Deficit), რაც აჩვენებს რამდენად ახლოს ან შორს არის ჰაერში ორთქლის წნევა გაჯერბის მნიშვნელობისაგან. ამ სიდიდის და ფოთლის სისველის სენსორის მონაცემებით აგრონომები მსჯელობენ მცენარის ამა თუ იმ დაავადებების წარმოქმნის ალბათობაზე. ზოგიერთი ამინდის სადგურებს გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა რომლებიც შექმნილია სამეცნიერო ცენტრების მიერ. ისინი ამ გაზომვებზე დაყრდნობით იძლევიან მცენარეთა დაავადებების პროგნოზირებას. არის ამინდის სადგურები რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ისინი პროგნოზებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იძლევიან.

ეს ეხმარება ფერმერს განახორციელოს პრევენციული შეწამვლა მოსალოდნელი დაავადებების მიმართ

ამინდის სადგურები გეხმარებათ მოყინვის წერტილის დასადგენად, ანუ იმ კლიმატური პირობის დასადგენად რომელიც იწვევს კვირტების და ყვავილების მოყინვას, დაზიანებას და მოსავლიანობის შემცირებას. აღმოჩნდა რომ ეს წერტილი გარდა ტემპერატურის კიდევ ტენიანობაზე, ორთქლის წნევის დეფიციტზეც ყოფილა დამოკიდებული. ამის გამო წაყინვა დადებით 1-3 C-ც შეიძლება მოხდეს.

თუ თქვენი ამინდის სადგურის სისტემა თავსებადია და მიერთებულია სარწყავ სისტემასთან შესაძლებელი შექმნათ პირობა რომელიც მოყინვის წერტილში ავტომატურად ჩართავს მოყინვის საწინააღმდეგო სისტემას. ამიტომ ამინდის სადგურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად არის ესა თუ ის სადგური ინტეგრირებული მორწყვის ავტომატურ სისტემასთან, რომ მოახდინოს მოყინვის საწინააღმდეგო სპრინკლერული სისტემის ჩართვა(პირობითი მორწყვა). ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან მოყინვა უფრო მეტად შუაღამეს-დილისკენ იწყება, რაც ადამიანს შეიძლება გამოეპაროს.

აქვე ნაგულისხმევია რომ თქვენს ავტომატიკის სისტემას გააჩბნია პირობითი მორწყვის ოპცია.