კომპანია პროაგრო ნაყოფიერად თანამშრომლობს ევროპულ ლაბორატორიასთან და სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან (AGQ Labs).
AGQ Labs წარმოადგენს ევროპულ ლიცენზირებულ ლაბორატორიას ნიადაგის, წყლის, ჰაერის და მცენარის უჯრედების ანალიზისათვის.
მისი მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი, ავტომატიზებული ლაბორატორია უზრუნველყოფს ზუსტ ანალიზებს, დროულად, კონკურენტული ფასებით.
ამასთან ერთად ლაბორატორიის და ლაბორატორიასთან დაკავშირებული მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების ესპანელი აგრონომების საშუალებით ფერმერს მიეწოდება შესაბამისი კონსულტაცია მისი ნიადაგის, წყლის და მცენარის უჯრედების ანალიზებზე დაყრდნობით.
ლაბორატორიას შემუშავებული და დაპატენტებული აქვს მცენარეთა კვების მონიტორინგის მეთოდები, რომლის მიწოდებასაც ახორციელებს კომპანია პროაგრო ჩვენს რეგიონში.