ამერიკული კორპორაცია Senninger დამაწვიმებელი მექანიზმების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში.
გარდა პივოტური მანქანებისათვის განკუთვნილი დამაწვიმბელებისა, სადაც ის მსოფლიო ბაზრის 40%-მდე ფლობს, ის აწარმოებს ყველა ტიპის მაღალი ხარისხის სტაციონარულ დამაწვიმებლებს, როგორც სათბურებისთვის, ნისლის შემქმნელის ჩათვლით, ისე ღია გრუნტისთვის.
Senninger-ის განსაკუთრებული, უნიკალური ტექნოლოგიების დამაწვიმებლები გამოიყენება სოფლის მეურნეობის ირიგაციის ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიც არის ნიადაგის ქერქის წარმოქმნა დაწვიმებისას, ინფილტრაციის პრობლემები, ეროზიის თავიდან აცილება ფერდობების მორწყვისას.
გარდა ამისა მათი საშუალებით წყდება მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, როგორიც არის დაბალი წნევის გამოყენების საშუალება (0.7-2 ბარი), მარტივი/იაფი საყრდენის გამოყენების შესაძლებლობა და რაც მთავარია პროეტის ღირებულების შემცირება მილების ზომების ოპტიმიზაციის საშუალებით.
Senninger-ის წნევის რეგულატორები უნიკალურია და ფართო გამოყენება აქვს. ისინი წარმატებით დაინერგა საქართველოს მთაგორიან პირობებში წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად ჩვენს მიერ რამდენიმე ათას ჰა-ზე.
ტოროს ზემოთაღნიშნული წვეთოვანი მილები Aquatraxx FC -ის ჩათვლით, ზენინგერის დამაწვიემბლები და წნევის რეგულატორები წარმატებით არის გამოყენებული ჩვენი კომპანიის მიერ ფერდობების მოსარწყავად.
შეიძლება ითქვას მათი საშუალებით ჩვენ გავათანაბრეთ ფერდობების და ვაკე ადგილების მორწყვის შესაძლებლობები როგორც ხეხილის, ისე კარტოფილის და მინდვრის კულტურების მორწყვის მხრივ.