სერია: სენსორები მოცვის ქოთნებში მოსაყვანად.

2.  სენსორი Teros 12 

ამერიკული კომპანია მეტერის Teros 12  სწორედ ის სენსორია რომელიც ფართოდ გამოიყენება სუბსტრატში მთელ მსოფლიოში. ის განკუთვნილია ნიადაგში/სუბსტრატში წყლის შემცველობას WVC%, ელექტრო გამტარებლობას,  EC  და ტემპერატურას, T გასაზომათ მრავალი ტიპის გარემოში და ფოროვან მასალებში. მასში გამოყენებულია მაღალი სიხშირის (~70 მჰც) დიელექტრიკულ გაზომვას, რომელიც ამცირებს სტრუქტურის და მარიალიანობის ზემოქმედებას – რომელიც მნიშვნელოვანია სუბსტრატში გაზომვისთვის.

სამივე გასაზომი სისდიდის კალიბრაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფოროვნების გარემოსთვის. ჩვენ ასეთ მომსახურებას გთავაზობთ. თუმცა ეს მხოლოდ 1-2 %-ით შეცვლის გაზომვის სიზუსტეს, რაც მოცვის მოყვანისთვის განმსაზღვრელი არ არის.

სწორედ ამიტომ სუბსტრატში მოყვანისათვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სენსორი არის Teros 12.

ამ სენსორის წასაკითხად გამოიყენება სპეციალური პროტოკოლი SDI 12. სხვადასხვა ავტომატიკის კონტროლერებს, მონაცემთა წამკითველებს და ამინდის სადგურებს ამ სენსორის მიერთება არ შეუძლიათ (მაგალითად GrowSphere Max-ს, GS1-ს, Metos-ს).

ზოგიერთს მონაცემთა წამკითხველებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი სენსორის შეერთება, ზოგიერთს 3-ის (WiseConn), ზოგიერთს -4 Progres კონტროლერებს. ამ სისტემების რადიო გადაცემის LoRa სისტემაზე მომუშავე SDI 12 წამკითხველებს შეუძლიათ ფართობის ნებისმიერ ადგილში ამ სენსორების წაკითხვა და ცენტრალურ კონტროლერზე გადმოცემა.

ამიტომ სენსორის არჩევისას არა მარტო სენსორის ფასს, არამედ მონაცემთა წამკითხველზე და გადამცემზეც უნდა ვიფიქროთ რომ მეტი არ გადაიხადოთ და ოპტიმალურად დაგეგმოთ თქვენი პროექტი.