პივოტური სარწყავი სისტემა // მემარცვლეობის და სილოსის წარმოების მდგრადობისათვის
ბოლო წლებში ბაზარზე დაბალი ფასები გამო მარცვლეულის წარმოება საქართველოში წამგებიანი გახდა. ციფრებში ეს ასე გამოიხატება:
ერთი კგ სიმინდის მოყვანა ფერმერს 35-50 თეთრი უჯდება. 2022 წლამდე ის ყიდდა მას 0.7-1.0 ლარად კგ. იმპორტირებული მარცვლის დაბალი ფასის გამო ბოლო ორ წელიწადს გასაყიდი ფასი არ ცდება 35-50 თეთრს კგ-ზე. ამიტომ მარცვლის წარმოება წამგებიანი და მისი წარმოება არა მდგრადი გახდა.
საიმპორტო ბარიერების არ არსებობის პირობებში გამოსავალი მოსავლის მნიშვნელოვან ზრდაშია.
აქტუალურია აგრეთვე სილოსის წარმოება.
დღეს-დღეობით როდესაც მაღალი ხარისხის თესლის და სასოფლო ტექნიკის საკითხი გადაწყვეტილია ერთადერთი მარცვლეულის და სილოსის მდგრადი წარმოება პივოტური სარწყავი სისტემით შეიძლება. ის იძლევა საშუალებას მოსავლიანობა გაზარდოთ 50-100%-ით, გააუმჯობესოთ პროდუქციის ხარისხი.
პივოტური სისტემა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ სასუქის ხარჯები. სასუქის მიცემა ამ სისტემით შესაძლებელია მცენარის ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე, სეზონის განმავლობაში უწყვეტად, ულუფა - ულუფად სპეციალური ფერთიგატორით წყალთან ერთად. შედეგად არ იკარგება სასუქი ნიადაგში ჩარეცხვის გამო, მთლიანად მცენარეს ხმარდება; მცირდება ნიადაგის და ჩამდინარე წყლების დაბინძურება, იზოგება სასუქის მექანიკურად შეტანის ხარჯები.
ამ სისტემის გამოყენება მოსარწყავად და სასუქის შესატანად არანაკლებ მნიშვნელოვანია სოფლად მუშახელის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა .
მხოლოდ ასეთი გზით შეუძლია ფერმერს მიიღოს მოგება, გახადოთ მარცვლეულის და სილოსის წარმოება რენტაბელური, წარმოება მდგრადი და კონკურენტული იმპორტულ პროდუქციასთან დღევანდელ რთულ საბაზრო პირობებში.
კომპანია პროაგრო უკვე 10 წელია ახორციელებს ამერიკული Zimatic-ის ბრენდის (www.lindsay.com ) პივოტური სისტემების იმპორტს და მონტაჟს საქართველოში.
შარშან ჩვენ დავიწყეთ ფრონტალურ-პივოტური სისტემების დანერგვა, რომელიც მორგებულია როგორც დიდი ისე მცირე ფერმერული მეურნეობებისათვის, მთლიანად ფარავს ფართობს, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ადგილებში სადაც დენი არ არის მიყვანილი. იხილეთ https://proagro.online/landingpage/frontal-pivot/ .
- იხილეთ ფერმერის გამოცდილება და ვიდეო კლიპები ამ საკითხზე