HOME // ABOUT US

-რატომომ ქოთნებში?

ქოთნებში მოცვის მოყვანა ჩვენთან სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ მეთოდს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია

  • • ფართობზე 6000 ნერგი თავსდება, რაც თავის მხრივ მეტ მოსავალს ნიშნავს საჰექტროდ.
  • • სუბსტრატი განსაკუთრებით სტერილური კოკოპიტი უზრუნველყოფს რომ არ გექნებათ ნიადაგის დაავადებები. კიდევ ერთი ფაქტორი მაღალი მოსავლის მისაღებად.
  • • სასუქები არ გეკარგებათ ნიადაგში და მიეცემა იმდენი რამდენიც საჭიროა მცენარისთვის. ფაქტორი დანახარჯების შესამცირებლად
  • • თანამედროვე საფერთიგაციო სისტემები რომლებიც აკონტროლებენ და ავტომატურად მართავენ pH და EC უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.

- რჩევები ქოთნებში სისტემის მოწყობისა

 

ჩვენს კომპანიას ქოთნებში მოცვის სისტემის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკელ, ესპანელ, პორტუგალიელ, იტალიელ და ჩილელ აგრო კონსულტანტებთანაც

  • როგორც წესი ქოთანში მორწყვის დრო გრძელდება 3-5 წუთი, და მეორდება დღეში 7-8-ჯერ. რადგან წვეთოვანი მილების შევსება/დაცლა ხდება მეტი დროის განმავლობაში (10 -15 წუთი) უნებლიედ ქოთნებში ჩაედინება მეტი წყალი. ეს იწვევე ჭარბტენიანობასთან დაკავშირებულ მცენარის დაავადებებს და სასუქების ჩარეცხვას. შედეგად სასუქების მეტ ხარჯს
  • სარწყავ სისტემაში გამოყენებული უნდა იყოს ანტი-დრენაჟული წვეთოვანი მილები ან თავაკები. ეს საწვეთურები იკეტება მორწყვის დასრულებისას და იხსნება მორწყვის დაწყებისას, რის გამოც მილები არ იცლება. ამ პირობებში 3-4 წუთით მორწყვა იწყება და თავდება დაგვიანების გარეშე.
  • საწვეთურები რეკომენდირებულია განლაგდეს ქოთანში 4 ცალი. ორ მილზე ორ-ორი საწვეთური, რათა თანაბრად მოირწყოს ქოთანი. გავრცელებული ერთი საწვეთური და მასზე ე.წ. სპაიდერის საშუალებით 4-ად გაყოფა არ არის რეკომენდირებული რადგან ძნელი საკონტროლოა თანაბრად გადის თუ არა ან საერთოდ ხომ არ გაიბიდნა სპაიდერის მიკრომილი.
  • ქოთნებს სასურველია ქონდეთ წვეთოვანი მილების ჩასადები ყალიბები
  • არ არის რეკომენდირებული ინტეგრირებული წვეთოვანი მილების გამოყენება, თუნდაც ახლოს მყოფი საწვეთურებით, რადგან წვეთი დაყვება მილს და ქოთნის გარეთ დაიღვრება. მასთან ერთად სასუქიც.
  • არ არის სავალდებულო თეთრი მილების გამოყენება იმ მოსაზრებით რომ წყალი ნაკლებად გათბება თეთრ მილებში. ჩვენთან არ არის ისეთი ტემპერატურები რომ წყლის გათბობის საშიშროება იყოს, თანაც ეს მილები მცენარის ჩრდილშია.

- ალერეა
ქოთნები და ფერთიგატორები

  • +995 599991151
  • Email : proagrogeorgia@gmail.com

ABOUT US

 

 სარწყავი და საფერთიგაციო სისტემები, ავტომატიზაცია და დისტანვიური მართვა

WE ARE SOCIAL

CONTACT US